ამერიკელი მეცნიერები აცხადებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს
ამერიკის შეერთებული შტატების ბიოტექნოლოგიური კომპანია აცხადებს, რომ იანვრის შუა რიცხვებში, კორონავირუსის პათოგენზე წვდომიდან სამ საათში, ვაქცინის შექმნა შეძლეს. ინფორმაციას „ფოქსბიზნესი“ ავრცელებს.
აღმოჩენა სან დიეგოს ლაბორატორიის მეცნიერებმა გააკეთეს. მეცნიერების თქმით, ახლა მათი მთავარი მიზანია, დაიწყოს ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა, რაც მათი პროგნოზით ზაფხულში იქნება შესაძლებელი.