ამერიკელი გენერალი ჩარლზ ბრაუნი ირანს აფრთხილებს, არ ჩაერთოს ისრაელის კრიზისში
ამერიკელი გენერალი ჩარლზ ბრაუნი ირანს აფრთხილებს, არ ჩაერთოს ისრაელის კრიზისში

აშშ-ის პრეზიდენტის, თავდაცვის მდივნისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მთავარი სამხედრო მრჩეველი, აშშ-ის საჰარეო ძალების გენერალი ჩარლზ ბრაუნი ირანს აფრთხილებს, არ ჩაერთოს ისრაელის კრიზისში.

ბრაუნის თქმით, არ სურს კონფლიქტის გაფართოება, რადგან ლიბანის შეიარაღებულმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ჩრდილოეთ ისრაელს რაკეტები ესროლა.

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ირანი თანამონაწილე იყო, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს არ გააჩნია რაიმე მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს ირანის უშუალო მონაწილეობაზე ისრაელში პალესტინის ისლამისტური დაჯგუფება „ჰამასის“ თავდასხმებში.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა არის მისი გზავნილი ირანისადმი, ჩარლზ ბრაუნმა, უპასუხა: „არ ჩაერთოს“.

„ჩვენ გვსურს, გავაგზავნოთ საკმაოდ ძლიერი გზავნილი. ჩვენ არ გვინდა, ეს გაფართოვდეს და იდეა არის ის, რომ ირანმა ეს გზავნილი ხმამაღლა და ნათლად მიიღოს”, – განაცხადა ბრაუნმა.