ამერიკელებმა ფეხბურთის ფედერაციას მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უპირატესობები გააცნეს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ოფიციალური სამუშაო ვიზიტით კანადის, აშშ-ისა და მექსიკის ფეხბურთის ფედერაციების დელეგაციები სტუმრობდნენ.
შეხვედრას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი, დავით მუჯირი, ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე ესწრებოდნენ.
გაერთიანებულ საორგანიზაციო კომიტეტს წარმოადგენდნენ აშშ-ის ფედერაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ბრაიან რემედი და მექსიკის ფედერაციის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ინიგო რიესტრა, ხოლო კანადას – ფედერაციის პრეზიდენტი და გაერთიანებული საორგანიზაციო კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე სტივ რიდი.
სტუმრებმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საერთო მასპინძლობაზე კანადის, აშშ-ისა და მექსიკის ერთობლივი განაცხადი და მისი უპირატესობები დეტალურად გააცნეს.