ამერიკელებმა ფეხბურთის ფედერაციას მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უპირატესობები გააცნეს
ამერიკელებმა ფეხბურთის ფედერაციას მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უპირატესობები გააცნეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ოფიციალური სამუშაო ვიზიტით კანადის, აშშ-ისა და მექსიკის ფეხბურთის ფედერაციების დელეგაციები სტუმრობდნენ.

შეხვედრას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი, დავით მუჯირი, ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე ესწრებოდნენ.

გაერთიანებულ საორგანიზაციო კომიტეტს წარმოადგენდნენ აშშ-ის ფედერაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ბრაიან რემედი და მექსიკის ფედერაციის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ინიგო რიესტრა, ხოლო კანადას – ფედერაციის პრეზიდენტი და გაერთიანებული საორგანიზაციო კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე სტივ რიდი.

სტუმრებმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საერთო მასპინძლობაზე კანადის, აშშ-ისა და მექსიკის ერთობლივი განაცხადი და მისი უპირატესობები დეტალურად გააცნეს.