ამერიკელები ბრინჯაოს აღების შანსებს გვაძლევენ - ხუციშვილის შემდეგ მარსაგიშვილიც რეპეშაჟშია | ბუდაპეშტი 2018
დავით ხუციშვილის (92 კგ.) შემდეგ ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი დავით მარსაგიშვილსაც გაუჩნდა. ამისთვის ხვალ ორი შეხვედრის მოგება დასჭირდება. ეს შანსი ხუციშვილის მსგავსად მარსაგიშვილსაც ამერიკელმა ფალავანმა, ოღონდ – დენ კოქსმა მისცა, რომელმაც ფინალამდე გააღწია და მარსაგიშვილს მსოფლიოს ჩემპიონატებზე კიდევ ერთი ბრინჯაოს მოპოვების შესაძლებლობა მისცა.
დღეს მოასპარეზე კიდევ სამმა ქართველმა, ოქროსთვის ბრძოლა ნაადრევად შეწყვიტა. ოთარ გოგავა (57 კგ) საკვალიფიკაციო ეტაპზე, დავით მარსაგიშვილი (92 კგ.) მერვედფინალში, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და დავით ხუციშივილი კი მეოთხედფინალში დამარცხდნენ.
გოგავას მძლეველი კუბელი – ანდრეუ ორტეგა, ამის შემდეგ მეოთხედფინალამდე მივიდა სადაც რუს – უგუევთან 0:6 წააგო და ქართველ ფალავანს ბრინჯაოსთვის ბრძოლის შანსიც დაუკარგა. ნახევარფინალი წააგო ხინჩეგაშვილის მომგებმა ჩაკაევმაც და კვარცხლბეკისკენ მიმავალი გზა ლადოსაც გადაეღობა. ხუციშვილი კი როგორც უკვე აღვნიშნეთ დამამშვიდებელ რაუნდში მარსაგიშვილთან ერთად ხვალ 12:30 – იდან იჭიდავებს.
შეგახსენებთ რომ გუშინ, წინასწარი შეხვედრები, ოთხ წონით კატეგორიაში გაიმართა, საიადანც სამში ქართველი ფალავნები ფინალურ ბლოკში გავიდნენ. გენო პეტრიაშივილი (125 კგ.) და ავთანდილ კენჭაძე ( 74 კგ) ფინლაში იასპარეზებენ, ბექა ლომთაძე (61 კგ.) კი ბრინჯაოს მედლის მოპოვებას შეეცდება. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.