ხუციშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს | ბუდაპეშტი 2018
ხუციშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს | ბუდაპეშტი 2018

დავით ხუციშვილს (79 კგ) ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს. ამისთვის მას ხვალ ორი შეხვედრის მოგება დასჭირდება. ეს შანსი ქართველ ფალავანს ამერიკელმა – კაილ დეიკმა მისცა, რომელმაც ნახევარფინალში, რუს – ხაჯიმაგომედოვს უშანსოდ 13:0 მოუგო და ქართველი რეპეშაჟში გაიყოლა. დამამშვიდებელი რაუნდი, ხვალ – 12:30-იდან დაიწყება.

შეგახსენებთ რომ დეიკთან მეოთხედფინალში დამარცხებამდე, ხუციშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპზე, ანგოლელეი – დეუს კადიმა, ვადამდე დაამარცხა, მერვედფინალში კი თურქ – აიან სუჩუს მოუგო.

დღეს მოასპარეზე კიდევ სამმა ქართველმა, ოქროსთვის ბრძოლა ნაადრევად შეწყვიტა. ოთარ გოგავა (57 კგ)  საკვალიფიკაციო ეტაპზე, დავით მარსაგიშვილი (92 კგ.) მერვედფინალში, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კი მეოთხედფინალში დამარცხდა.

გოგავას მძლეველი კუბელი – ანდრეუ ორტეგა, ამის შემდეგ მეოთხედფინალამდე მივიდა სადაც რუს – უგუევთან 0:6 წააგო და ქართველ ფალავანს ბრინჯაოსთვის ბრძოლის შანსიც დაუკარგა. ნახევარფინალი წააგო ხინჩეგაშვილის მომგებმა ჩაკაევმაც და კვარცხლბეკისკენ მიმავალი გზა ლადოსაც გადაეღობა. რაც შეეხება მარსაგიშვილის მომგებ ამერიკლ – დენ კოქსს, იგი ნახევარფინალშია და შესაბამისად, ორგზის ევროპი ჩემპიონ ქართველს, ბრინჯაოს მედლის აღების შანსი ჯერ კიდევ აქვს.

შეგახსენებთ რომ გუშინ, წინასწარი შეხვედრები, ოთხ წონით კატეგორიაში გაიმართა, საიადანც სამში ქართველი ფალავნები ფინალურ ბლოკში გავიდნენ. გენო პეტრიაშივილი (125 კგ.) და ავთანდილ კენჭაძე ( 74 კგ) ფინლაში იასპარეზებენ, ბექა ლომთაძე (61 კგ.) კი ბრინჯაოს მედლის მოპოვებას შეეცდება. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.