ხინჩეგაშვილმა ბრინჯაოს შანსიც დაკარგა | ბუდაპეშტი 2018
ხინჩეგაშვილმა ბრინჯაოს შანსიც დაკარგა | ბუდაპეშტი 2018

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65 კგ.) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლასაც გამოეთიშა. ქართველი ფალავანი მეოთხედფინალში, რუს –ახმედ ჩაკაევთან დამარცხდა, რის შემდეგაც რეპეშაჟში გადასასვლელად ჩაკაევის ფინალში გასვლა სჭირდებოდა. ლადოსთვის სამწუხაროდ, რუსმა მოჭიდავემ ნახევარფინალში, იპონელ – ტაკუტო ოტოგუროსთან, დრამატულ ბრძოლაში 10:15 წააგო და ხვალ მესამე ადგილისთვის თავად იჭიდავებს.

ჩაკაევამდე ვლადიემრ ხინჩეგაშვილმა, საკვალიფიკაციო ეტაპზე, ირანელი – ამიჰოსაიდ აზიმ მაგსოუდი დაამარცხა, შემდეგ კი თურქ – სალაჰათთინ კილიჩსალანიანს დრამატულ ბრძოლაში მოუგო.

დღეს მოასპარეზე კიდევ სამმა ქართველმა, ოქროსთვის ბრძოლა ნაადრევად შეწყვიტა. ოთარ გოგავა (57 კგ)  საკვალიფიკაციო ეტაპზე, დავით მარსაგიშვილი (92 კგ.) მერვედფინალში, დავით ხუციშვილი კი მეოთხედფინალში დამარცხდა.

გოგავას მძლეველი კუბელი – ანდრეუ ორტეგა, ამის შემდეგ მეოთხედფინალამდე მივიდა, სადაც რუს – უგუევთან 0:6 წააგო და ქართველ ფალავანს ბრინჯაოსთვის ბრძოლის შანსიც დაუკარგა. რაც შეეხება მარსაგიშვილის მომგებ ამერიკლ – დენ კოქსს, იგი ნახევარფინალშია და შესაბამისად, ორგზის ევროპი ჩემპიონ ქართველს, ბრინჯაოს მედლის აღების შანსი ჯერ კიდევ აქვს. ამერიკელზეა დამოკიდებული დავით ხუციშვილის ბედიც, მისი მომგები – კაილ დეიკი, ნახევარფინალში, რუს – ჰაჯიმოგამედოვს ხვდება.

შეგახსენებთ რომ გუშინ, წინასწარი შეხვედრები, ოთხ წონით კატეგორიაში გაიმართა, საიადანც სამში ქართველი ფალავნები ფინალურ ბლოკში გავიდნენ. გენო პეტრიაშივილი (125 კგ.) და ავთანდილ კენჭაძე ( 74 კგ) ფინლაში იასპარეზებენ, ბექა ლომთაძე (61 კგ.) კი ბრინჯაოს მედლის მოპოვებას შეეცდება. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.