ამერიკელ მღვდელს, რომელმაც 500-ზე მეტ ადამიანს ხელი ჩამოართვა, კორონავირუსი დაუდგინდა
ამერიკელ მღვდელს, რომელმაც 500-ზე მეტ ადამიანს ხელი ჩამოართვა, კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ გამოცემა „ინდეფენდენთი“ წერს. ეს ქალაქში „კოვიდ 19“-ით დაინფიცირების პირველი შემთხვევაა.
მღვდლის დაინფიცირების შემდეგ, რამდენიმე ასეულ ადამიანს ორი კვირის ვადაში თვითიზოლაციაში ყოფნისკენ მოუწოდებენ.
ვაშინგტონის ქრისტეს ეკლესია მე-19 საუკუნის შემდეგ პირველად დაიხურა. ეკლესია 1817 წელს აშენდა. რევერენდ კოლი კი ეკლესიას 2016 წლიდან ხელმძღვანელობს. თავად მღვდელი ამბობს, რომ კარგად მკურნალობენ და აუცილებლად გამოჯანმრთელდება.