ამბროლაურთან მისასვლელ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
ამბროლაურთან მისასვლელ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ქალაქ ამბროლაურთან მისასვლელ გზაზე ავტოტარნსპორტის მოძრაობა აღდგა.

ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 71-ე კმ-ზე (ქ. ამბროლაურთან) დიდი მოცულობის კლდოვანი მასის ჩამოწოლის გამო,  საავტომობილო მოძრაობა 24 დეკემბერს ჩაკეტა.

გზების დეპარტამენტის ცნობით, ჩატარებული შესაბამისი სამუშაოების შედეგად,  ამ ეტაპზე,  ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.