ალუდა ღუდუშაურმა გიორგი ვაშაძეს მიმართა - ჩვენ ცემას არ გიპირებთ, თუ ვინმემ შეიძლება, გცემოთ, გვერდით გიზით მანჯგალაძე, მაგისი გეშინოდეთ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ომახიანად საუბრობს სხვადასხვა თემაზე, თუმცა, ბუნებრივად მშიშარა და მხდალი ადამიანია.
ღუდუშაურის თქმით, გიორგი ვაშაძის ქმედებებმა ბავშვობის მულტფილმი გაახსენა.
„დღეს ჩვენთან დარბაზში იმყოფება ოპოზიიციდან ჩვენი კოლეგა, რომელიც პირადად მე მაგონებს ჩემს ბავშვობაში მულტფილმს „თაგვი და კატა“, რომელსაც ორგანულად ეშინოდა და ითხოვდა, სურვილი ჰქონდა, რომ როგორმე…აი, გახდა ლომი, მაგრამ, ბუნებრივია, მაინც ეშინოდა კატის.
ჩვენთან არის ეგეთი დებუტატი – გიორგი ვაშაძე, რომელიც ომახიანად გამოდის ხოლმე, მოგვიწოდებს ომახიანად სხვადასხვა რაღაცაზე, მაგალითად, რომ ვიომოთ, გვასწავლის, როგორი მაგარი არის, როგორი მებრძოლია, მაგრამ, ამავდროულად, ბუნებრივად არის ისეთი მშიშარა და მხდალი, რომ თუ ბრიფინგი არ ჩაატარა საკუთარ კოლეგებთან, სხდომათა დარბაზში ვერ ბედავს შემოსვლას. დიახ, ასეთი დეპუტატიც არის ამ სხდომათა დარბაზში. ბატონო გიორგი, ჩვენ ცემას ნამდვილად არ გიპირებთ, მაქსიმუმ, თუ ვინმემ შეიძლება, გცემოთ, გვერდით გიზით ბატონი მანჯგალაძე, ამიტომ მაგისი გეშინოდეთ. ჩვენ ცემას არ გიპირებთ, მაგრამ აი, ამ ტინგიცობასა და შეურაცხყოფაზე, გუშინ რაც თქვით, მე გიპასუხებთ – სად თქვენ და სად ჩვენ, ამიტომ შეეგუეთ ამ რეალობას“, – მიმართა ალუდა ღუდუშაურმა გიორგი ვაშაძეს.
შეგახსენებთ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, „ქართული ოცნება“ მასზე ფიზიკურ თავდასხმას გეგმავს.