ალჟირში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას სულ მცირე 200 ადამიანი ემსხვერპლა
ალჟირის ჩრდილოეთით სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. დაღუპულია სულ მცირე 200 ადამიანი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ ბუფარიკის სიახლოვეს მოხდა.
ავიაკატასტროფის შესახებ ცნობას გაზეთი „აშ-შარკ-ალ_აუსატი“ ავრცელებს.
მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.