ალი ბაბაევი - მარიხუანას კანონპროექტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, კანონმდებლებმა ხალხის აზრი გაითვალისწინონ
ალი ბაბაევი - მარიხუანას კანონპროექტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, კანონმდებლებმა ხალხის აზრი გაითვალისწინონ

აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარის, ალი ბაბაევის განცხადებით, ხელისუფლებამ მარიხუანას თემის პარალელურად, ნარკოდანაშაულთან ბრძოლა უნდა გაამკაცროს.

როგორც ბაბაევმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, გახშირდა ირანიდან საქართველოში ნარკოტიკების სხვადასხვა გზით შემოტანა.

ამასთან, ბაბაევის თქმით, მარიხუანას კანონპროექტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლებმა ხალხის აზრი გაითვალისწინოს.

„ფონიჭალაში ეს დაავადება დღემდეა. ოჯახებიდან რამდენიმე ადამიანია დაჭერილი. ასე იყო ყველა ხელისუფლების დროს. გახშირდა ირანიდან ნარკოტიკების შემოსვლა სხვადასხვა გზით. სერიოზულად უნდა გამკაცრდეს ბრძოლა ნარკოტიკების წინააღმდეგ.

რაც შეეხება მარიხუანას თემას, აზერბაიჯანული თემის პოზიცია არის ის, რაც ქართული საზოგადოების პოზიციაა. სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და ყველა ბერკეტი, რომ არ მოხდეს ხალხის დაავადება და რაც მთავარია, უნდა მოხდეს საზოგადოების მეტი ინფორმირება ამ კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლებმა ხალხის აზრი გაითვალისწინონ.

მოსალოდნელია, რომ მარიხუანას მოყვარულები ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან შემოვიდნენ. ამან შესაძლოა, ქვეყანაში ტურისტული ნაკადი გაზარდოს, მაგრამ ქვეყნის იმიჯისთვის საზიანო იქნება“,- განაცხადა ბაბაევმა.