მეუფე ანდრია - საუბარი იმაზე, რომ მარიხუანა უვნებელია, არის უვიცობა, ან მიზანმიმართული თვალში ნაცრის შეყრა
მეუფე ანდრია - საუბარი იმაზე, რომ მარიხუანა უვნებელია, არის უვიცობა, ან მიზანმიმართული თვალში ნაცრის შეყრა

საუბარი იმაზე, რომ მარიხუანა არის უვნებელი, ეს არის ან უვიცობა ან მიზანმიმართული თვალში ნაცრის შეყრა,-ამის შესახებ ატენისა და გორის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ განაცხადა.

მეუფის თქმით, „მოსახლეობაში არის სურვილი იმისა, რომ საქართველო არ გადაიქცეს მარიხუანას საერთაშორისო მოვაჭრედ და ეკლესია ვალდებულია, თავისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით მკაფიოდ გამოხატოს“.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ყოველმა ადამიანმა მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია. დღეს ყოვლადწმინდა სამების ტაძარში მის უწმინდესობასთან იკრიბება თბილისის სამრევლოები და სასულიერო დასი. ეს არ არის მხოლოდ ერთჯერადი მოვლენა და საქართველოს ეკლესიის ეპარქიები შეუერთდებიან ამგვარ ღონისძიებებს. სურვილი, რომ საქართველო არ გადაიქცეს მარიხუანას საერთაშორისო მოვაჭრედ, ეს სურვილი პირველ რიგში არის ჩვენს მოსახლეობაში და ეკლესია ვალდებულია თავისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით მკაფიოდ გამოხატოს.

საუბარი იმაზე, რომ მარიხუანა არის უვნებელი, ეს არის ან უვიცობა ან მიზანმიმართული თვალში ნაცრის შეყრა. ზუსტად იმ თერმული დამუშავებით, ასეთი მოწევისთვის უვარგისი მარიხუანისაგან კეთდებოდა მრავალი სხვა პროდუქტი, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს გაბრუებისა. ამიტომ ყველას ვთხოვ, ნუ გვატყუებენ!“,- განაცხადა მეუფე ანდრიამ.

სასულიერო პირებმა თბილისის საკრებულოსთან გუშინ პარაკლისი აღავლინეს, რის შემდეგაც განცხადებები გააკეთეს და აღნიშნეს, რომ მარიხუანას ლეგალურ კულტივაციას საქართველოს მოსახლეობა არ დაუშვებს.

დღეს კი სასულიერო პირები, მარიხუანას კანონპროექტთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძრისკენ მსვლელობას მოაწყობენ.

 

დატოვე კომენტარი