ალგეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ახალი ცენტრი და „თოკების პარკი“ გაიხსნა
ალგეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ახალი ცენტრი და „თოკების პარკი“ გაიხსნა

ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ალგეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ახალი ცენტრი და „თოკების პარკი“ გაიხსნა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ცენტრში მისულ ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და რეკომენდაციები, როგორც დაცული ტერიტორიების, ასევე რეგიონში არსებული ღირსშესანიშნაობების შესახებ.

ვიზიტორთა ცენტრის ეზოში მოწყობილი „თოკების პარკი“, რომელიც ორ ზონად (საოჯახო და მოზარდებისთვის) არის დაყოფილი, და სხვადასხვა დაბრკოლებას მოიცავს.

საზეიმო ღონისძიება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილემ, კატალინ გერმანმა გახსნეს.