ალექსის ციპრასი - საბერძნეთი ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს არ შეეგუება
საბერძნეთი ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს არ შეეგუება – ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
ალექსის ციპრასის თქმით, საბერძნეთი სუვერენულ უფლებებზე უარს არასდროს იტყვის და მისი საზღვარი ევროკავშირის 28 სახელმწიფოს საზღვარია.
„საბერძნეთი არ არის ქვეყანა, რომელიც თამაშობს. ევროკავშირის წევრი ქვეყნის სუვერენული უფლებების წინააღმდეგ გამოწვევები და აგრესიული რიტორიკა, მთლიანად ევროკავშირის წინააღმდეგაა მიმართული“ – აღნიშნა ციპრასმა.
საბერძნეთსა და თურქეთს შორის დავა ეგეოსის ზღვის კუნძულზეა, რომელსაც ათენი იმიას, ანკარა კი კარდაკს უწოდებს. აღნიშნული კუნძულის გამო 1996 წელს ნატოს ორი მოკავშირე ქვეყანა ომის ზღვარზე იყო. დაძაბულობა მაშინ აშშ-ის ჩარევის შემდეგ განიმუხტა.