ალექსეი რეზნიკოვი - შიდა აუდიტების შედეგად, დისციპლინური ან მატერიალური პასუხისმგებლობა უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების 621 თანამდებობის პირს დაეკისრა
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ, 2022 წელს ჩატარებლი შიდა აუდიტების შედეგად, დისციპლინური ან მატერიალური პასუხისმგებლობა თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების 621 თანამდებობის პირს დაეკისრა. ამის შესახებ რეზნიკოვმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.
„621 თანამდებობის პირს უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან და თავდაცვის სამინისტროდან დაეკისრა პასუხისმგებლობა გასული წლის შიდა აუდიტების შედეგად. აქედან მატერიალური პასუხსიმგბელობა დაეკისრა 497 თანამდებობის პირს; დისციპლინური – 124 თანამდებობის პირს“, – წერს რეზნიკოვი.
ამასთან, რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ შიდა აუდიტის ყველა მასალა გადაეცა სამართალდამცველებს.