რუსეთში ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერ აქციაზე 650-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. შესაბამის მონაცემებს უფლებადამცველი ცენტრი „ოვდ-ინფო“ ავრცელებს. ყველაზე მეტი დაკავებულია მოსკოვში. რუსეთის დედაქალაქში სამართალდამცველებმა ალექსეი ნავალნის 550-ზე მერი მხარდამჭერი დააკავეს. 100-ს აღემატება დაკავებულთა რაოდენობა პეტერბურგში.
2 თებერვალს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის „ივ როშეს“ საქმეზე პირობითი სასჯელი რეალურით შეცვალა და 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სასამართლო პროცესის პარალელურად გარეთ ნავალნის მხარდამჭერი აქცია იმართებოდა, რომელზეც ათობით ადამიანი დააკავეს. განაჩენის გამოცხადების შემდეგ „კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა“ მოქალაქეებს მოსკოვის მანეჟის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა.