ალექსეი ნავალნი ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს
ალექსეი ნავალნი ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „მედუზა“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, სასამართლომ ნავალნი 30 დღით დააპატიმრა. მას მოსკოვის მერიასთან არასანქცირებული მიტინგის ანონსირება დასდეს ბრალად.

როგორც „მედუზა“ იუწყება, ალექსეი ნავალნი ამჟამად თერაპიულ განყოფილებაშია მოთავსებული. ტელეკომპანია „რენ ტივი“ ავრცელებს ცნობას, რომ ოპოზოციონერს „ძლიერი ალერგია“ აქვს.