ალექსეი გონჩარენკო - საქართველოში რევოლუცია უკვე შემოდგომაზე შესაძლებელია, ან იქნება რევოლუცია, ან საქართველო გახდება მეორე ბელარუსი
საქართველოში რევოლუცია უკვე შემოდგომაზე შესაძლებელია, ან იქნება რევოლუცია, ან საქართველო გახდება მეორე ბელარუსი, – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო სოციალურ ქსელში წერს.
„ჩემი პროგნოზი იმის შესახებ, თუ რა მოხდება საქართველოში? მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს კანონს. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომელიც, ფაქტობრივად, წარმოადგენს „კრემლს“, ამ ვეტოს დაძლევს. უკვე ამ შემოდგომაზე უნდა იყოს არჩევნები, მაგრამ ეს არჩევნები უბრალო ფორმალობაა. სწორედ ამიტომ, საქართველოში რევოლუცია უკვე შემოდგომაზე შესაძლებელია. ან იქნება რევოლუცია, ან საქართველო გახდება მეორე ბელარუსი“, – წერს გონჩარენკო.