მამუკა მდინარაძე - გონჩარენკო ისე მსჯელობს, მგონი, მალე დაუბრუნდება გეორგიევსკის ლენტს, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ ეკეთა
მამუკა მდინარაძე - გონჩარენკო ისე მსჯელობს, მგონი, მალე დაუბრუნდება გეორგიევსკის ლენტს, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ ეკეთა

გონჩარენკო ისე მსჯელობს, მგონი, მალე დაუბრუნდება თავის გეორგიევსკის ლენტს, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ ეკეთა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა უკრაინის რადას დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკოს განცხადების კომენტირებისას.

მდინარაძის თქმით, გონჩარენკო „სულ რაღაც თვეების წინ ქართული „ნაცური“ მედიის უსაყვარლესი რესპონდენტი იყო და დღესაც არ უჭირთ მისი მესიჯების გახმოვანება“.

„ამავდროულად, ეს ადამიანი ძალიან მტრული მესიჯებით გამოდიოდა საქართველოსთან მიმართებით და თურმე მართლები ვყოფილვართ მასთანაც და ბევრ სხვასთანაც, რომლებიც გუშინ გეორგიევსკის ლენტებით დარბოდნენ, დღეს გახდნენ უკრაინის პატრიოტები და ისევ უბრუნდებიან იმ ნარატივს. მთლად არა, მაგრამ, მგონი, მალე მივა იქამდე, რა ნარატივიც ჰქონდათ 7-8 წლის წინ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.