ალექსეი გონჩარენკო აცხადებს, რომ მის სახლში მოსასმენი აპარატურის აღმოჩენასთან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება დაიწყო
უკრაინის რადას ოპოზიციონერი დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო ამბობს, რომ მის სახლში მოსასმენი აპარატურის აღმოჩენასთან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება დაიწყო.
გონჩარენკოს განცხადებით, გამოძიება დაწყებულია 182-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს.
„როგორც ვხვდები, მოსასმენი მოწყობილობების დამონტაჟება ახლა ძალიან პოპულარული თემაა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ გუშინ ის ვალერი ზალუჟნის ოთახში იპოვეს“, – წერს გონჩარენკო სოციალურ ქსელში.