ალექსეი დანილოვი - უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტრშეტევის დაწყებაზე გადაწყვეტილების მიღება ბოლო მომენტში მოხდება
ალექსეი დანილოვი - უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტრშეტევის დაწყებაზე გადაწყვეტილების მიღება ბოლო მომენტში მოხდება

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტრშეტევის დაწყებაზე გადაწყვეტილების მიღება ბოლო მომენტში მოხდება, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა.

„ვინმე თუ ფიქრობს, რომ მხოლოდ ერთი ვარიანტი გვაქვს, ეს ასე არ არის. სამი ვარიანტიც კი ცოტაა“, – აღნიშნა დანილოვმა.

დანილოვი პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის ფაქტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სპეციალური სამსახურები უფრო ფხიზლად უნდა იყვნენ, როცა საქმე საიდუმლო დოკუმენტებს ეხება.

როგორც დანილოვი აღნიშნავს, დოკუმენტების გაჟონვა კონტრშეტევასთან დაკავშირებულ გეგმებზე არ იმოქმედებს.