ალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგ მასირებულ თავდასხმას ამზადებს, რომელიც შესაძლოა, 23-24 თებერვალს განხორციელდეს
ალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგ მასირებულ თავდასხმას ამზადებს, რომელიც შესაძლოა, 23-24 თებერვალს განხორციელდეს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ რუსეთის ძალები უკრაინაზე მორიგ მასირებულ თავდასხმას ამზადებენ, რომელიც შესაძლოა, 23-24 თებერვალს განხორციელდეს.

ამის შესახებ დანილოვმა ტელემარათონის დროს განაცხადა.

„ისინი ემზადებიან და ეცდებიან, სწორედ 23-24 თებერვალს განახორციელონ მასირებული თავდასხმის კიდევ ერთი მცდელობა. ამას მშვიდად უნდა მივუდგეთ, მეტიც, ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, – განაცხადა დანილოვმა.

მისი თქმით, უკრაინაში უკვე აცნობიერებენ, რას წარმოადგენს მსგავსი თავდასხმები, როდესაც უკრაინის მიმართულებით მიფრინავს 115-120 რაკეტა.

„გავუმკლავდებით ამ დღესაც“, – აღნიშნა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.