უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილ მრჩეველზე, ალექსეი არესტოვიჩზე რუსეთმა ძებნა გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სააგენტო „ტასი“ შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„არესტოვიჩ ალექსეი. იძებნება სისხლის სამართლის კოდექსით“, – ნათქვამია მონაცემთა ბაზაში.
რა კონკრეტული მუხლით მიმდინარეობს ძებნა, არ არის მითითებული, თუმცა რუსეთის ფედერაციაში არესტოვიჩი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაშია შეყვანილი.