ალექსეი არესტოვიჩზე რუსეთმა ძებნა გამოაცხადა

16:05, 03.10.2023

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილ მრჩეველზე, ალექსეი არესტოვიჩზე რუსეთმა ძებნა გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სააგენტო „ტასი“ შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.​

არესტოვიჩ ალექსეი. იძებნება სისხლის სამართლის კოდექსით“, – ნათქვამია მონაცემთა ბაზაში.

რა კონკრეტული მუხლით მიმდინარეობს ძებნა, არ არის მითითებული, თუმცა რუსეთის ფედერაციაში არესტოვიჩი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაშია შეყვანილი.

მსგავსი