ალექსეი არესტოვიჩი - რაკეტა, რომელიც უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და დაცემისას აფეთქდა
ალექსეი არესტოვიჩი - რაკეტა, რომელიც უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და დაცემისას აფეთქდა

რაკეტა, რომელიც უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და დაცემისას აფეთქდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩევლის თქმით, „X-22“ ტიპის რაკეტა უკიდურესად ტოქსიკურ საწვავზე მუშაობს და, სავარაუდოდ, განადგურების დამატებით ელემენტად სწორედ ტოქსიკური საწვავი იქცა.

პარალელურად, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სპიკერმა, იური იგნატმა ნაციონალური ტელემარათონის ეთერში განაცხადა, რომ რუსეთმა დნეპროპეტროვსკში მდებარე მრავალსართულიანი შენობა „X-22“ ტიპის რაკეტით დაბომბა, რომელიც „ტუ-22მ3“-ის სტრატეგიული ბომბდამშენიდან გაუშვეს.