ალექსეი არესტოვიჩი - ჩვენ დამარცხებისკენ წავალთ და ეს ისეთი საშინელი იქნება, სამუდამოდ დაგვამახსოვრდება, თუ საერთოდ გადავრჩით, იდეალურ ვარიანტში, კიდევ წელიწად-ნახევარი გავქაჩავთ
ჩვენ დამარცხებისკენ წავალთ და ეს ისეთი საშინელი იქნება, რომ სამუდამოდ დაგვამახსოვრდება, თუ საერთოდ გადავრჩით. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, აჩვენებს იმას, რომ გვინდა, დავიხოცოთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
მისი შეფასებით, უკრაინას საკმარისი ორგანიზებულობა არ აღმოაჩნდა.
„სიკვდილისკენ მიდრეკილება მუშაობს. ამას ძალიან აშკარა დაბოლოება აქვს. ყველაზე იდეალურ ვარიანტში ჩვენ კიდევ წელიწად-ნახევარი გავქაჩავთ. მეორე მობილიზაცია უკვე ვეღარ იქნება და მანდ დავიხოცებით. უბრალოდ, ფიზიკურად ვერ შევძლებთ ომის გაგრძელებას. და მაშინ ისეთ სამშვიდობო შეთანხმებას მოგვახვევენ თავს, რომ არ გვეცოდინება, სად გადავიხვეწოთ. უკრაინის მოგლეჯილი, აღგვილი, უბედური ნაწილი რაც დარჩება და შეეცდება გამოძვრეს ომისშემდგომი რეკონსტრუქციით. ან დოტაციურ სახელმწიფოსა და ნაცრისფერ ზონას შორის იქნება, ყველაფერი ჩაირეცხება, რადგან ორგანიზებულობა არ აღმოჩნდა საკმარისი, კრეატივი საკმარისი იყო, თუმცა ორგანიზებულობა არა. ამისკენ მივდივართ. ადამიანური რესურსის ამოწურვა, ქვეყნის მკვლელობა, მკაფიო ლოზუნგები , რომ ერთ დღესაც ჩვენ … და ა.შ. და მუდმივად კლებადი პერსპექტივა. გადასახადები და ტარიფები იზრდება, პერსპექტივა მცირდება. იმის გამო, რომ ორგანიზება არ შეგვიძლია“, – აცხადებს არესტოვიჩი.