ალექსანდრე ვინიკოვი - მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი არ არის თავსებადი ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან, რისკენაც საქართველო მიისწრაფვის
მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი არ არის თავსებადი ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან, რისკენაც საქართველო მიისწრაფვის, – ამის შესახებ საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ვინიკოვმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არ შეესაბამება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას.
„ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, რომელიც, სხვათა შორის, რამდენიმე კვირის წინ საქართველოში იმყოფებოდა, საჯარო განცხადება გააკეთა კანონპროექტის წარდგენასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ეწინააღმდეგება ამ კანონის ხელახალი შემოღების მცდელობას, რადგან ის წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერებასთან, რისკენაც მოუწოდა მან ქართველ მეგობრებს. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ ეს არ არის თავსებადი ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან, რისკენაც საქართველო მიისწრაფვის. ვიხილე განცხადებები ევროკავშირიდან, პრეზიდენტი მიშელის და სხვა ოფიციალური პირების. რაც შემიძლია ვთქვა ნატო-ს მხრიდან, უბრალოდ გავიმეორებ, რომ გვჯერა, ეს არ შეესაბამება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, რაც, გვინდა, ვიხილოთ საქართველოსგან ნატო-ში გაწევრიანების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად“, – განაცხადა ალექსანდრე ვინიკოვმა.