ალექსანდრე ტაბატაძე სლოვაკეთის ელჩს, მატუშ ბუშოვსკის შეხვდა
ალექსანდრე ტაბატაძე სლოვაკეთის ელჩს, მატუშ ბუშოვსკის შეხვდა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს, მატუშ ბუშოვსკის შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს.

„ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე. კერძოდ, სლოვაკეთის მხრიდან საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების და ნატო-სთან ურთიერთთავსებადობის განმტკიცების კუთხით მხარდაჭერასა და ძალისხმევაზე.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე და ორი ქვეყნის პარლამენტის კომიტეტების წევრების სამუშაო ვიზიტების გამართვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.