ალექსანდრე რაქვიაშვილი - ზოგადად, მგონი, მიმართვით არ თავისუფლდებიან პატიმრები, ეს პოლიტიკური პროცესის ნაწილია, ამიტომ პოლიტიკოსების აქტიურობა გასაგებია
ალექსანდრე რაქვიაშვილი - ზოგადად, მგონი, მიმართვით არ თავისუფლდებიან პატიმრები, ეს პოლიტიკური პროცესის ნაწილია, ამიტომ პოლიტიკოსების აქტიურობა გასაგებია

აზრზე არ ვარ, რა მიმართვაზეა საუბარი, რა შინაარსისაა ეს მიმართვა. თუ დაგვიკავშირდებიან და აგვიხსნიან, რა უნდათ, მერე მივიღებთ გადაწყვეტილებას, ამ დროისთვის არაფერი მსმენია მიმართვის თაობაზე. ზოგადად, მიმართვით, მგონი, არ თავისუფლდებიან პატიმრები, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

„თუ ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები, მათ უახლოეს საათებში ალბათ ისედაც გამოუშვებენ. ეს პოლიტიკური პროცესის ნაწილია, ამიტომ პოლიტიკოსების აქტიურობა გასაგებია, მაგრამ მიმართვის შინაარსი ზუსტად არ ვიცი და მე ვერ გეტყვით, რამდენად წარმატებული იქნება ეს მიმართვა“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები ნიკა მელიას და მასთან ერთად დაკავებული ბაჩო დოლიძისა და ზვიად კუპრავას გათავისუფლებას ითხოვენ.