ალექსანდრე რაქვიაშვილი - ევროკავშირის ქვეყნების მისიების განცხადება ძალიან გასაგებია, მთავრობის პასუხისმგებლობაა, ყველაფერი გააკეთოს, რათა მიღებული ზიანის მინიმიზაცია მოხდეს
ევროკავშირის წევრი ქვეყნების მისიების განცხადება ძალიან გასაგებია და ჩვენც გვესმის, რომ ასეთი რაღაც არასდროს უნდა განმეორდეს, ეს მოვლენა თავიდან ბოლომდე მთავრობის პასუხისმგებლობაა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მისიების ხელმძღვანელების ერთობლივ მიმართვაზე კომენტირებისას განაცხადა.
„ყველა ხედავს ხარვეზებს იმ მოვლენებში, რაც 5 ივლისს განვითარდა. ძალადობა, როცა არ არის დასჯადი, ეს ყოველთვის ძალიან ცუდია, რადგან მიუთითებს, რომ ელემენტარული უფლებები არ არის დაცული ქვეყანაში. ეს განცხადება ძალიან გასაგებია და ჩვენც გვესმის, რომ ასეთი რაღაც არასდროს უნდა განმეორდეს. ეს მოვლენა თავიდან ბოლომდე მთავრობის პასუხისმგებლობაა. ამ მომენტში ასევე მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ ყველაფერი გააკეთოს, რათა მიღებული ზიანის მინიმიზაცია მოხდეს. ეს ნიშნავს, რომ უნდა ჩატარდეს გამოძიება და ყველა მოძალადე დაისაჯოს, რომელიც ამა თუ იმ ფორმით ამ პროცესებში იყო ჩართული“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ უზენაეს სასამართლოში ექვსი მოსამართლის დანიშვნასთან დაკავშირებით პარლამენტის გადაწყვეტილება უაღრესად გულდასაწყვეტია.