ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, ზუგდიდსა და ფოთში აგრარული ბაზრები დაიკეტება
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, დღეს და ხვალ ზუგდიდსა და ფოთში აგრარული ბაზრები დაიკეტება. როგორც ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა, დღეს დაათვალიერა ფოთისა და ზუგდიდის აგრარული ბაზრები, სადაც ყველგან მომატებულია მოქალაქეთა ნაკადი. მისივე თქმით, ზუგდიდის ბაზარში, უმართავი სიტუაცია იყო, რომელსაც ვერც პოლიცია გაუმკლავდა და ვერც მუნიციპალიტეტის სამსახურები.
„დღეიდან, ზუგდიდის ბაზარი დაიხურა, რაც შეეხება ფოთის ბაზარს, მას ხვალ დავხურავთ. არ იქნება დაშვებული გარევაჭრობა“, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
ამასთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თქმით, ფოთში, ზუგდიდსა და სენაკში დაიკეტება სასაფლაოებიც.
სენაკსა და ზუგდიდში აგრარული ბაზრები 6 აპრილიდან დაიხურა, თუმცა ზუგდიდი ერთ კვირაში ისევ გააღეს. რაც შეეხება ფოთის აგრარულ ბაზარს, ის არც დაუხურავთ.