ალექსანდრე მოწერელიამ განმუხურში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან გატაცებულების ოჯახები მოინახულა
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ განმუხურში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან გატაცებულების ოჯახები მოინახულა. მან გატაცებულების ოჯახების წევრებს განუცხადა, რომ მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, სხვა უცხოური ორგანიზაციები. მოწერელია მათ დაპირდა, რომ ხელიუსუფლება ყველანაირად ეცდება, გატაცებულები უსწრაფესად იყვნენ გათავისუფლებულნი.
საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან სოფელ განმუხურში მცხოვრები ორი პირი – ჟ.მ. და ე.გ. დღეს გაიტაცეს.