ალექსანდრე კობერიძის ფილმმა „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“, „ფიპრესის“ ჯილდო მიიღო
ალექსანდრე კობერიძის ფილმმა „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“, „ფიპრესის“ ჯილდო მიიღო

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ონლაინდაჯილდოებამდე რამდენიმე წუთით ადრე კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციამ რჩეულები დაასახელა. მთავარ კონკურსში „ფიპრესის“ ჯილდო წილად ხვდა ალექსანდრე კობერიძის ფილმს „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“.

ალექსანდრე კობერიძის ფილმი იმ 15 ფილმს შორის არის, რომელიც კინოფესტივალის მთავარ ნომინაციაში იასპარეზებს. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ გიორგი ბოჭორიშვილი, ანა ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე და ვახტანგ ფანჩულიძე.

ფილმის მსოფლიო პრემიერა ბერლინალეზე გაიმართება. ქართული კინო, მთავარ საკონკურსო პროგრამაში თითქმის 30 წლის შემდეგ დაბრუნდა. მას შემდეგ, რაც 1993 წელს თემურ ბაბლუანის ფილმს „უძინართა მზე“ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ვერცხლის დათვი გადაეცა, ფესტივალის მთავარ კონკურსში ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი არ შერჩეულა.