ალექსანდრე ხოჯევანიშვილი - მოვუწოდებთ ზღვისპირა კურორტებზე მყოფ ყველა ადგილობრივსა და ტურისტს, ჩაიტარონ ტესტირება
შავი ზღვისპირეთში მიმდინარეობს ინტენსიური ტესტირება – ბათუმსა და ქობულეთში განთავსებულია დროებითი სამედიცინო პუნქტები, სადაც მიმდინარეობს ტურისტების ტესტირება, – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მანვე მოქალაქეებს მოუწოდა, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და ჩაიტარონ უფასო ტესტირება „კოვიდ-19“-ზე.
„მოვუწოდებთ ყველა იქ მყოფ ადგილობრივ მცხოვრებსა და ტურისტს, ისარგებლონ ამ მომენტით და ჩაიტარონ ტესტირება, რაც კიდევ უფრო ნათელს მოჰფენს არსებულ სურათს და ეპიდემიოლოგიური ვითარების კიდევ უფრო მეტ პრევენციას მოახდენს“, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.