ალექსანდრე გოგინავა - ინფექციური საავადმყოფო დღეს ერთმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა, ხვალ სამი პაციენტის გამოჯანმრთელებას ველოდებით
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტის, ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, ამ დროისთვის საავადმყოფოში 46 პაციენტი იმყოფება.
როგორც ალექსანდრე გოგინავამ აღნიშნა, დღეს ინფექციური საავადმყოფო ერთმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა, ხვალ კი, შესაძლოა, კლინიკა სამმა პაციენტმა დატოვოს.
„ამ ეტაპზე ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება 46 პაციენტი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო სიმძიმის. ასევე, გვყავს მსუბუქი პაციენტები. ორი მძიმე პაციენტი რჩება, თუმცა მათი მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულს, დღეს ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა კლინიკა. ხვალისთვის ველოდებით სამ პაციენტთან განმეორებით პასუხებს და სავარაუდოდ ხვალ სამი პაციენტი დატოვებს საავადმყოფოს. დღეს ჩვენს კლინიკაში დადასტურებული შემთხვევა არ გვქონია“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.