ალექსანდრე ერქვანია - ის გადაწყვეტილება მივიღე, რაც უნდა გამეკეთებინა
ალექსანდრე ერქვანია - ის გადაწყვეტილება მივიღე, რაც უნდა გამეკეთებინა

ის გადაწყვეტილება მივიღე, რაც უნდა გამეკეთებინა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ალექსანდრე ერქვანიამ განაცხადა, რომელმაც პარლამენტის წევრ ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, იყო თუ არა ეს გუნდის წინააღმდეგ წასვლა და ელის თუ არა პარტიის მხრიდან რაიმე სანქციებს, ამაზე დეპუტატი კომენტარს არ აკეთებს.

„ასე ჩავთვალე საჭიროდ. ის გადაწყვეტილება მივიღე, რაც უნდა გამეკეთებინა და რა გადაწყვეტილებაც უნდა მიმეღო“,- განაცხადა ერქვანიამ.