შს მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან მომხდარ ინციდენტში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირება მიმდინარეობს 
შს მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან მომხდარ ინციდენტში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირება მიმდინარეობს 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან მომხდარ ინციდენტში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირება ხდება.

მისივე თქმით, მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული  შესაბამისი ღონისძიებები გატარდება.

„დაწყებულია გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით, მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები. ყველა იმ პირის იდენტიფიცირება ხდება, ვინც აღნიშნულ ქმედებაში მონაწილეობდა. შესაბამისად, გატარდება მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება მოხდა.