ალექსანდრ სირსკიმ ვოლოდიმირ ზელენსკის კურსკის ოლქში უკრაინის ძალების პოზიციების გაძლიერებისა და სტაბილიზებული ტერიტორიის გაფართოების შესახებ აცნობა
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კურსკის ოლქში უკრაინის ძალების პოზიციების გაძლიერებისა და სტაბილიზებული ტერიტორიის გაფართოების შესახებ აცნობა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელებში წერს.
ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინის ძალებმა ტყვედ დამატებით რუსი სამხედროები აიყვანეს, რაც, მისი თქმით, რუსეთის მერ დაკავებული უკრაინელი სამხედროებისა და მოქალაქეების გათავისუფლებას დააჩქარებს.
ზელენსკის ცნობით, სირსკიმ მას ასევე აცნობა ტორეცკისა და პოკროვსკის მიმართულებებზე არსებული სიტუაციის შესახებ. მთავარსარდლის მონაცემებით, სიტუაცია კონტროლირებადია.