ალექსანდრ ლუკაშენკო - ქვეყენაში არ არის იმდენი პორტფელი, რამდენი ადამიანიც მათ მისაღებად რიგში დგას, ცოცხები და ნიჩბები გვაქვს, მოგამარაგებთ
ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, ოპოზიცია, რომელმაც ხელისუფლების გადაბარების საკოორდინაციო საბჭო შექმნა, ახლა თანამდებობების გადანაწილებითაა დაკავებული. ინფორმაციას ბელარუსის სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.
„შექმნა ე.წ. შავი ასეული, რომელმაც ხელისუფლება უნდა გადაიბაროს, ე.წ. ოპოზიციის შტაბი. საოცარია, რომ ისინი უკვე რიგში დგანან და პორტფელებს ინაწილებენ. მინდა გითხრათ, რომ ქვეყენაში არ არის იმ რაოდენობით პორტფელი, რამდენი ადამიანიც ახლა მათ მისაღებად რიგში დგას. ცოცხები და ნიჩბები გვაქვს. მოგამარაგებთ. შეგახსენებთ, რომ ალტერნატიული, პარალელური თუ სხვა ორგანოების შექმნა კანონით ისჯება“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების გადაბარების საკოორდინაციო საბჭო ბელარუსის პრეზიდნეტობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა სვეტანალა ციხანოვსკაიამ და მისმა მომხრეებმა ჩამოაყალიბეს. საბჭოში ცნობილი ბელარუსი საზოგადო მოღვაწეები და უფლებადამცველები არიან გაწევრიანებულები.