ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მომიტინგეებმა ლუკაშენკოს რეზიდენციის შტურმით აღება სცადეს
ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მომიტინგეებმა ლუკაშენკოს რეზიდენციის შტურმით აღება სცადეს

მინსკში ლუკაშენკოს რეზიდენციის შტურმით აღება სცადეს. ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესმდივანმა, ნატალია ეისმონტმა „ოენტეს“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„ე.წ მომიტინგეები, შეიძლება ითქვას, შენობის ერთგვარ შტურმს შეეცადნენ. სიმამაცე მომიტინგეებს დიდხანს არ ეყოთ, მას შემდეგ, რაც დაინახეს, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, ეს ხალხი მალევე გაბრუნდა უკან და პირდაპირი მნიშვნელობით, სხვა მიმართულებით გაიქცნენ,“- განაცხადა ეისმონტმა.