ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციას ევროპის რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლებმა არალეგიტიმური უწოდეს
ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციას ევროპის რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლებმა არალეგიტიმური უწოდეს

ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციას ევროპის რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლებმა არალეგიტიმური უწოდა. გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შტეფან ზაიბერტმა განაცხადა, რომ ლუკაშენკოს ბელარუსის პრეზიდნეტად არ აღიარებს.

ანალოგიური განცხადებები გააკეთეს სლოვაკეთის, ლატვიის, ჩეხეთის, დანიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმაც. მათი თქმით, ბელარუსში კრიზისი მხოლოდ პოლიტიკური დიალოგის გზით შეიძლება გადაიჭრას, რისთვისაც აუცილებელია თავისუფალი არჩევნების ჩატარება.

„ლუკაშენკოს საიდუმლო „ინაუგურაცია“ ბელარუსში არ ახდენს საარჩევნო თაღლითობისა და მისი სტატუსის ლეგიტიმაციას, სამწუხაროა, რომ ბელარუსი ხალხისა და საერთაშორისო საზაოგდოების ხმა მისთვის არაფერს ნიშნავს“, – წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი.


„ლუკაშენეკომ დაკარგა მანდატი. მოვუწოდებთ, გაიმართოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რათა ბელარუსმა ხალხმა აირჩიოს პრეზიდნეტი, რომელსაც ისინი იმსახურებენ“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ.


„გაყალბებული არჩევნების შედეგად ლუკაშენკო პრეზიდენტის სასახლის ნაცვლად, ევოკავშირის სასანქციო სიაში უნდა მოხვდეს“ – წერს „ტვიტერში“ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეპე კოფოდი.

მანამდე მინსკში გამართულ ცერემონიალს „ტვიტერის“ გვერდზე ფარსი უწოდა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმაც. შეგახსენებთ, ბელარუსის პრეზიდენტად ალექსანდრ ლუკაშენეკოს ინაუგურაცია დღეს მინსკში დაანონსების გარეშე გაიმართა.