ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი მიმდინაროებს
ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი მიმდინაროებს. ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა საარჩევნო კამპანიის უსაფრთხოების დაცვის საკითხზე გამართულ თათბირზე განაცხადა.
მისი თქმით, ჰიბრიდული ომის მიზანი ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციაა.
მან ასევე გაავრცელა ცნობა, რომ ბელარუსში რუსული კერძო სამხედრო კომპანიის 33 მებრძოლის გარდა, კიდევ ბევრია დაკავებული. ლუკაშენკოს თქმით, მათ შორის არიან ადამიანები, ვისაც ამერიკული პასპორტები აქვთ.
„ცნობილია სახელები, გვარები, მისამართები, პაროლები. სასწაულებამდე მიდის საქმე. მასმედია ავრცლებს ცნობებს, რომ ჩვენი დაპყრობა ამერიკელებს, ნატოელებს სურთ. ზოგიერთ დაკავებულს ამერიკული პასპორტი აქვს, ისინი დაქორწინებულები არიან სახელმწიფო დეპარტამენტში მომუშავე ამერიკელებზე, მაგრამ მათ რუსეთის ხელმძღვანელები იცავენ“, – განაცხადა ლუკაშნეკომ.
შეგახსენებთ, რომ 29 ივლისს მინსკში პოლიტტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი დააკავეს. მას ყოფილი ბლოგერის, სერგეი ციხანოვსკის სასარგებლოდ მუშაობაში დასდეს ბრალი.
როგორც ცნობილია, შკლიაროვი ბოლო წლებში აშშ-ში ცხოვრობდა. ამავე დღეს ბელარუსში დააკავეს რუსული კერძო სამხედრო კამპანია „ვაგნერის“ 33 მებრძოლი. მათ ტერაქტების მომზადებაში ადანაშაულებენ.
საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 9 აგვისტოს გაიმართება.