მინსკში პოლიტტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი დააკავეს
მინსკში პოლიტტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი დააკავეს

მინსკში პოლიტტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი დააკავეს. ინფორმაციას „დოჟდი“ ავრცელებს.

​მედიის ცნობით, შკლიაროვი ბლოგერ სერგეი ტიხანოვსკისთან მუშაობის გამო დააკავეს. ტიხანოვსკი ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას მეუღლეა.

„დოიჩე ველეს“ რუსული რედაქცია აღნიშნავს, რომ ბლოგერი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელისა და აშშ-ს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ბერნი სანდერსის კამპანიებშიც იღებდა მონაწილეობას. ასევე, ჩართული იყო მოსკოვის მუნიციპალურ არჩევნებში და ქსენია სობჩაკის წინასაარჩევნო შტაბში, როდესაც ის პრეზიდენტობისთვის იბრძოდა. მედიასაშუალება ასევე  წერს, რომ შკლიაროვი ბარაკ ობამასთანაც მუშაობდა.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ვიტალი შკლიაროვი „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის პიარკონსულტანტად მუშაობდა.