ალექსანდრ ლუკაშენკომ პრემიერ-მინისტრი დანიშნა და მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა

21:09, 19.08.2020

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ პრემიერ-მინისტრი დანიშნა და მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა.

სააგენტო „ბელტას“ ინფორმაციით, ლუკაშენკომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კვლავ რომან გოლოვჩენკო დანიშნა.

ახალ მთავრობაში თანამდებობები შეინარჩუნეს შინაგან საქმეთა მინისტრმა იური კარაევმა, ჯანდაცვის მინისტრმა ვლადიმირ კარანიკმა და ინფორმაციის სამინისტროს ხელმძღვანელმა იგორ ლუცკიმ.

მსგავსი