ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერა ბრძანებულებას, გარდაცვალების შემთხვევაში უფლებამოსილების უსაფრთხოების საბჭოსთვის გადაცემის შესახებ
ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერა ბრძანებულებას, გარდაცვალების შემთხვევაში უფლებამოსილების უსაფრთხოების საბჭოსთვის გადაცემის შესახებ

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერა ბრძანებულებას, გარდაცვალების შემთხვევაში უფლებამოსილების უსაფრთხოების საბჭოსთვის გადაცემის შესახებ. ბრძანებულება სათაურით, „სუვერენიტეტის და კონსტიტუციური წყობის დაცვის შესახებ“ ითვალისწინებს უსაფრთხოების საბჭოსთვის უფლებამოსილების გადაცემას მკვლელობის მცდელობისას სახელმწიფოს მეთაურის დაღუპვის, ტერაქტის, გარე აგრესიის ან სხვა ძალადობრივი ქმედებების შემთხვევაში.

ამავე დროს, ქვეყანაში დაუყოვნებლივ შემოიღებენ საგანგებო ან საომარ მდგომარეობას და უსაფრთხოების საბჭო მისი აღსრულების ზომებს განსაზღვრავს.

საბჭოს გადაწყვეტილებები სავალდებულოა ყველასთვის და ექვემდებარება უპირობოდ აღსრულებას. გარდა ამისა, უსაფრთხოების საბჭო, გუბერნატორების მონაწილეობით, წყვეტს მთავარ საკითხს – არჩევნების ჩატარებას.

დადგენილება ძალაში შედის მისი ხელმოწერის მომენტიდან. აპრილის შუა რიცხვებში ლუკაშენკომ განაცხადა ადამიანების ჯგუფის დაპატიმრების შესახებ, რომლებიც ემზადებოდნენ მისი და მისი შვილების წინააღმდეგ თავდასხმისთვის.