ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად დაარეგისტრირა
ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად დაარეგისტრირა

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად დაარეგისტრირა. ალექსანდრ ლუკაშენკო არჩევნებში მონაწილეობას უკვე მეექვსედ იღებს. ის ქვეყანას 1994 წლიდან მართავს.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დარეგისტრირებაზე უარი განუცხადა ლუკაშენკოს მთავარ ოპონენტს, ვიქტორ ბაბარიკოს.

ამ დროისთვის, პრეზიდენტობისთვის კიდევ ოთხი კანდიდატია დარეგისტრირებული – სვეტლანა ტიხანუსკაია, ანა კანაპაცკაია, სერგეი ჩერეჩენი და ანდრეი დმიტრიევი. აღსანიშნავია, რომ კანდიდატების რეგისტრაცია დღეს სრულდება, რის შემდეგაც, წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება, რომელიც 8 აგვისტომდე გასტანს. 9 აგვისტოს კი, ბელარუსის მოქალაქეები მომდევნო ხუთი წლის ვადით ახალ პრეზიდენტს აირჩევენ.