ალექსანდრ ლუკაშენკო - „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივა პოლიტიზებული ორგანიზაცია არ უნდა გახდეს
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივა პოლიტიზებული ორგანიზაცია არ უნდა გახდეს, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ, იოჰანეს ჰანთან შეხვედრაზე განაცხადა.
„რა თქმა უნდა არც ერთ ორგანიზაციას არ შეუძლია პოლიტიკის გარეშე არსებობა, მაგრამ დაუშვებელია, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ მხოლოდ პოლიტიზებული ორგანიზაცია გახდეს. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს არ უნდა დაუსახოთ მიზნად, რომ ეს სარტყელი ევროკავშირსა და რუსეთს, ან ჩინეთსა და აღმოსავლეთს შორის გამყოფ ზონად გამოიყენონ“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.
ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, სასურველია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივა მეტად ხელშესახები და პრაქტიკაზე ორიენტირებული იყოს. ლუკაშენკომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტების განხორციელებას მიანიჭა.