ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ პრიგოჟინს არასდროს უთხოვია უსაფრთხოების გარანტიები
ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, პრიგოჟინს არასდროს უთხოვია უსაფრთხოების გარანტიები.
„შეკითხვას თუ პირდაპირ ვუპასუხებ: მე არ უნდა უზრუნველვყო პრიგოჟინის უსაფრთხოება. ეს პირველ რიგში; მეორე, საუბრები ამ მიმართულებით არასდროს ყოფილა; და მესამე, დაიმახსოვრეთ: უსაფრთხოების თვალსაზრისით ორჯერ მივედით აქამდე. პირველად, როცა დავურეკე და მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, როდესაც ისინი მოსკოვში მიდიოდნენ. მე ვუთხარი მას: ჟენია, იაზრებ, რომ ხალხს მოკლავ და თვითონ მოკვდები? ეს კაცი გამოვიდა ფრონტიდან და თქვა: „კარგი, მოვკვდები!“ მე ვუთხარი: „ჟენია, გამოგიგზავნი თოკს და საპონს“. – „არა, არა, არა. არ მინდა, ასე მოვკვდე. გმირად მოვკვდები.“ ეს იყო პირველი საუბარი. მეორედ მოვიდა ჩემთან დიმა უტკინთან ერთად“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, შეიძლება თუ არა ამ აფეთქების უკან ვლადიმერ პუტინი იდგეს, ლუკაშენკომ უპასუხა, რომ, მისი აზრით, ამაში დამნაშავე რუსეთის პრეზიდენტი არ არის.
„ვერ ვიტყვი, ვინ გააკეთა ეს. მე ჩემი უფროსი ძმის იურისტიც კი ვერ გავხდები, მაგრამ პუტინს ვიცნობ. ის ძალიან მშვიდი და ნელი ადამიანია, მაშინაც კი, როდესაც გადაწყვეტილებებს სხვა, ნაკლებად რთულ საკითხებზე იღებს. ასე რომ ვერ წარმომიდგენია, რომ ეს პუტინმა გააკეთა, რომ პუტინი დამნაშავეა. ეს ზედმეტად უხეში, არაპროფესიონალური სამუშაოა ამ მხრივ“, – განაცხადა ლუკაშენკომ.