ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ მზად არის, ახალ კონსტიტუციაში ძალაუფლება ხელისუფლების სხვადასხვა შტოზე გადაანაწილოს
ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ მზად არის, ახალ კონსტიტუციაში ძალაუფლება ხელისუფლების სხვადასხვა შტოზე გადაანაწილოს

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ მზად არის, ახალ კონსტიტუციაში ძალაუფლება ხელისუფლების სხვადასხვა შტოზე გადაანაწილოს.

ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ზოგიერთი პოლიტიკური ფიგურა და განსაკუთრებით, პოლიტიკური პარტიების გარკვეული წევრები თანხმდებიან იმაზე, რომ აუცილებელია, უფლებამოსილებები ხელისუფლების სხვადასხვა შტოზე გადანაწილდეს. ეს უნდა მოხდეს, თუმცა ამასთან უნდა გვახსოვდეს რუსეთიც, ბელარუსიაც, ამის მაგალითია უკრაინაც. ეს სლავური სახელმწიფოებია, სადაც ძლიერი ლიდერი სჭირდებათ, რომელიც გარკვეული უფლებამოსილებით ისარგებლებს. მისი ძალა ამაში მდგომარეობს“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.